პროექტის კოორდინატორის ვაკანსიის განაცხადი

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, National Endowment For Democracy მიერ მხარდაჭერილი პროექტის - პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი - ფარგლებში.
ორგანიზაციის შესახებ:
ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო არის საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2019 წლის მაისში დაფუძნდა. დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ჩვენ ვებ-გვერდზე www.democracyindex.ge
პროექტის შესახებ:
პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის და ინდივიდუალური დეპუტატების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალე საქმიანობის ხელშეწყობა, საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ვადა: 2022 წლის 1 ოქტომბრამდე.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
- უმაღლესი განათლება სამართალში, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით, სპეციალიზებული კონსტიტუციურ სამართალში
- ძლიერი ანალიტიკური და წერითი უნარ-ჩვევები
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
- გუნდური მუშაობის, გუნდის ხელმძღვანელობისა და პროექტის კოორდინირების უნარ-ჩვევები
- პროფესიით მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება
- დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოკვეთილი მოტივაცია
პროექტის კოორდინატორის ფუნქციებია:
- პროექტის სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, პროექტის მიზნების მიღწევა და აქტივობების ეფექტიანი შესრულება, პროექტის გუნდის საერთო ხელმძღვანელობით
- პარლამენტის საქმიანობის რეგულარული მონიტორინგის უზრუნველყოფა პრობლემების, გამოწვევებისა და მიღწევების იდენტიფიცირების მიზნით
- საკანონმდებლო ინიციატივების სამართლებრივი ანალიზის მომზადება, პრობლემების გამოკვეთითა და რეკომენდაციების შეთავაზებით
- მონიტორინგით გამოვლენილ პრობლემებზე საკანონმდებლო წინადადებების, საჯარო განცხადებების, სხვადასხვა საკომუნიკაციო მასალის მომზადება
- საჯარო დისკუსიებისა და შეხვედრების მომზადება და მათში მონაწილეობა
- პარლამენტის მონიტორინგის ორი და პროექტის ოთხი ანგარიშის მომზადება
კონკურსი შედგება სამ ეტაპად:
- პირველი ეტაპი - აპლიკაციის პროცესი
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: democracyindexgeorgia@gmail.com
- CV
- სამოტივაციო წერილი
- ელექტრონული მისამართი/ბმული, სადაც გამოქვეყნებულია/ხელმისაწვდომია კანდიდატის ავტორობით გამოცემული აკადემიური ნაშრომი, ანგარიში, კვლევა
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 13 დეკემბერი, 18:00 სთ.
- მეორე ეტაპი - გასაუბრება
ფორმალური შესაბამისობის შემოწმების შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრებაზე შემოწმდება ინგლისური ენის ცოდნაც.
სახელფასო განაკვეთი - 2300-დან 2700 ლარამდე (NET), კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
სამუშაო საათები - 10:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესაბამისად, გადაუდებელ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს დაუყოვნებლივი რეაგირება.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
