დემოკრატიის ინდექსი - საქართველო აცხადებს კონკურსს მონიტორის პოზიციაზე

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო პროექტის „პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ ფარგლებშიაცხადებს კონკურსს მონიტორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად.
ორგანიზაციის შესახებ:
ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო არის დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობაზე მომუშავეარასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2019 წლის მაისში დაფუძნდა. დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ჩვენ ვებ-გვერდზე www.democracyindex.ge
პროექტის შესახებ:
პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის და ინდივიდუალური დეპუტატებისანგარიშვალდებულების, პასუხისმგებლობის და გამჭვირვალე საქმიანობის ხელშეწყობა, საქართველოსპარლამენტის კანონშემოქმედებითი და მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელების შესახებსაზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ხანგრძლივობაა 12 თვე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამართალში (არანაკლებ ბაკალავრის კვალიფიკაცია). უპირატესობამიენიჭება მაგისტრატურის სტუდენს ან კურსდამთავრებულს;
- ძლიერი ანალიტიკური და წერითი უნარ-ჩვევები;
- ინგლისური ან გერმანული ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
- დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოკვეთილი მოტივაცია;
- უპიტრატესობა მიენიჭება პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილების მქონეკანდიდატს.
კონკურსი შედგება სამ ეტაპად:
- პირველი ეტაპი - აპლიკაციის პროცესი
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგელექტრონულ მისამართზე: democracyindexgeorgia@gmail.com
- CV
- სამოტივაციო წერილი.
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
- ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატისშესაბამისობის საკითხს.
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 სექტემბერი, 18:00 სთ.
- მეორე ეტაპი - წერითი უნარების შემოწმება
- აპლიკაციის საფუძველზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან წერით გამოცდას;
- წერით გამოცდაზე კონკურსანტითვის წარდგენილი იქნება 2 საკითხი დემოკრატიისა და საპარლამენტო თემატიკის ირგვლივ.
- მესამე ეტაპი - გასაუბრება
წერითი უნარების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
სახელფასო განაკვეთი - კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით
სამუშაო საათები - 10:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდშერჩეული კანდიდატები.
